კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის ოქტომბერი
ეს გვერდი აღწერს, რა მონაცემებს აგროვებს Dot Created, რისთვის და როგორ შეგიძლია მათი მართვა.
1. რა მონაცემებს ვაგროვებთ
შეკვეთისას: სახელი, ტელეფონის ნომერი, მიწოდების მისამართი და, სურვილისამებრ, ელფოსტა. ანგარიშის შექმნისას: სახელი, ელფოსტა ან ტელეფონის ნომერი.
ბარათის მონაცემებს ჩვენ არ ვიღებთ და არ ვინახავთ — გადახდა მუშავდება საქართველოს ბანკის გვერდზე.
2. რისთვის ვიყენებთ
შეკვეთის დასამზადებლად და მისატანად, შეკვეთის სტატუსის შესახებ შეტყობინებისთვის (SMS ან ელფოსტა) და მომხმარებლის მხარდაჭერისთვის.
სიახლეებისა და შეთავაზებების გამოსაგზავნად მხოლოდ მაშინ, თუ ამაზე დათანხმდი. გამოწერის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლია.
3. ვის ვუზიარებთ
მონაცემებს ვუზიარებთ მხოლოდ იმ სერვისებს, რომლებიც შეკვეთის შესასრულებლად გვჭირდება: გადახდის პროვაიდერს, საკურიერო სერვისს და მაღაზიის მართვის პლატფორმას. მონაცემებს არ ვყიდით.
4. Cookie ფაილები
აუცილებელი cookie-ები საიტის მუშაობას უზრუნველყოფს (კალათა, ენა, ავტორიზაცია). მარკეტინგული cookie-ები იტვირთება მხოლოდ შენი თანხმობით; არჩევანის შეცვლა შეგიძლია გვერდის ბოლოს, „Cookie-ების პარამეტრებში“.
5. შენი უფლებები
შეგიძლია მოითხოვო შენი მონაცემების ნახვა, გასწორება ან წაშლა. ამისთვის მოგვწერე: hello@dotcreated.com.