ხელოვნება, რომლის
ადგილიც შენს კედელზეა
Dot Created არის ადგილი, სადაც არტისტები საკუთარი ნამუშევრების პრინტებს ყიდიან, შენ კი პოულობ ხელოვნებას, რომელსაც ნამდვილი ადამიანები ქმნიან.
აქ ყველა ნამუშევარს თავად მისი ავტორი ტვირთავს. არტისტი ირჩევს ზომებს, ჩარჩოებს და იმას, დაიბეჭდება ნამუშევარი ქაღალდზე თუ ტილოზე, და ყოველი გაყიდული პრინტიდან შემოსავალს იღებს.
დანარჩენს ჩვენ ვაკეთებთ: ყველა პრინტი შეკვეთით იბეჭდება, ჩარჩოიანი პოსტერი მინითა და მუყაოთი იწყობა, და ყველაფერი ისე იფუთება, რომ შენს კედლამდე უვნებლად მოვიდეს.



რას ვიცავთ
პირველ რიგში არტისტი
ყველა არტისტს აქვს საკუთარი გვერდი, ისტორია და კოლექციები და ყოველი გაყიდვიდან შემოსავალს იღებს.
შეკვეთით ბეჭდვა
ყველა პრინტი იმ ადამიანისთვის იბეჭდება, ვინც შეუკვეთა — მის მიერ არჩეულ ზომასა და მასალაში.
დასაკიდად მზა
ჩარჩოიანი პოსტერი მინითა და მუყაოთი აწყობილი მოდის, ტილო კი ხის ქვეჩარჩოზეა გადაჭიმული.
ფრთხილი მიწოდება
შეფუთული ისე, რომ უვნებლად მოვიდეს — თბილისში 2–3, რეგიონებში 3–4 სამუშაო დღეში.